რუსეთის ეკონომიკა 2022-2026: ციხესიმაგრე ალყაში
რუსეთის ეკონომიკა 2022-2026: ციხესიმაგრე ალყაში შესავალი ეს არის რუსეთის ეკონომიკის ანალიზის სერიის მესამე ნაწილი, რომელიც პროცესებს 1998 წლიდან აანალიზებს. პირველმა ბლოგპოსტმა 1998-2008 წლები მოიცვა - აბსოლუტური კრახიდან ნავთობის ბუმამდე. მეორე ნაწილმა (2009-2021) გვიჩვენა, როგორ აქცია კრემლმა ეს ბუმი ეკონომიკურ „ციხესიმაგრედ“: დაბალი საგარეო ვალი, გაზრდილი რეზერვები და სტრატეგიულ სექტორებზე სრული კონტროლი - ეს ყველაფერი მომავალი სანქციებისთვის მზადებას ემსახურებოდა. ახლა ვნახოთ, გაუძლო თუ არა ამ ციხესიმაგრემ იმას, რისთვისაც აშენდა. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ, დასავლელი ეკონომისტების უმეტესობა ერთ აზრზე თანხმდებოდა: რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრეოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ( IMF ) აპრილში 2022 წლისთვის მშპ-ის 8.5%-იანი ვარდნა იწინასწარმეტყველა. ეს არ იყო ჩვეულებრივი რეცესია - ეს თითქმის კოლაფსის ტოლფასი მაჩვენებელი გახლდათ. თუმცა, ოქტომბერში ვარდნის პროგნოზი 3.4%-მდე შემცირდა. საბოლოო რეალობამ კი ყველა კიდევ უფრო გააკვირვა...