Posts

Showing posts from September, 2026

ორი ბანკის დუუმვირატი - საქართველოს საბანკო კონცენტრაცია და მისი ეკონომიკური ფასი

Image
  ორი ბანკის დუუმვირატი - საქართველოს საბანკო კონცენტრაცია და მისი ეკონომიკური ფასი   ნიკოლოზ ალავიძე ზაზა ბროლაძე საქართველოს ცხრამეტი საბანკო ინსტიტუტიდან ორი , საქართველოს ბანკი და თიბისი , სექტორის წმინდა მოგების 87.9%- ს და აქტივების დაახლოებით 75%- ს ფლობს . ამ ბლოგის ანალიზის მიზანი მოგების ოდენობაზე მსჯელობა კი არა , კონცენტრაციის უჩვეულო შედეგია : ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4- ჯერ მეტ მოგებას იღებს , ვიდრე დანარჩენი ჩვიდმეტი ერთად , იმავე ბაზარზე , იმავე რეგულაციებით და იმავე მაკროგარემოში . კაპიტალის უკუგება მათი ქართული ბიზნესისთვის 24-32%- ია , ევროკავშირსა და აშშ - ში კი 10-12%. ამ სხვაობას ნაწილობრივ ლეგიტიმური ახსნა აქვს : ფული ქართული ბანკისთვის ძვირია და ქვეყანა რისკიანია . ხარჯის დაბალი თანაფარდობა შემოსავალთან (34%, ევროპაში 53%) ხშირად ეფექტიანობის მტკიცებულებად მოჰყავთ , სინამდვილეში კი ის შემოსავლის სიმაღლის შედეგია : აქტივის ყოველ ლარზე ქართულ...