ორი ბანკის დუუმვირატი - საქართველოს საბანკო კონცენტრაცია და მისი ეკონომიკური ფასი
ნიკოლოზ ალავიძე
საქართველოს ცხრამეტი საბანკო ინსტიტუტიდან ორი, საქართველოს ბანკი და თიბისი, სექტორის წმინდა მოგების 87.9%-ს და აქტივების დაახლოებით 75%-ს ფლობს.
ამ ბლოგის ანალიზის მიზანი მოგების ოდენობაზე მსჯელობა კი არა, კონცენტრაციის უჩვეულო შედეგია: ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე დანარჩენი ჩვიდმეტი ერთად, იმავე ბაზარზე, იმავე რეგულაციებით და იმავე მაკროგარემოში.
კაპიტალის უკუგება მათი ქართული ბიზნესისთვის 24-32%-ია, ევროკავშირსა და აშშ-ში კი 10-12%. ამ სხვაობას ნაწილობრივ ლეგიტიმური ახსნა აქვს: ფული ქართული ბანკისთვის ძვირია და ქვეყანა რისკიანია. ხარჯის დაბალი თანაფარდობა შემოსავალთან (34%, ევროპაში 53%) ხშირად ეფექტიანობის მტკიცებულებად მოჰყავთ, სინამდვილეში კი ის შემოსავლის სიმაღლის შედეგია: აქტივის ყოველ ლარზე ქართული ბანკები ევროპულ ანალოგებზე მეტს ხარჯავენ. ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც მოგება ევროპულ დონეს ორჯერ და მეტად აღემატება. ეს ნაშთი შეიძლება იყოს ლიკვიდობის მართვის, ბიზნესის შემადგენლობის ან საბაზრო ძალაუფლების შედეგი, ანუ იმ ზედმეტი ფასის, რომელსაც მომხმარებელი ალტერნატივის არარსებობის გამო იხდის. ამხელა მოგების მიზეზის გარკვევა დღეს შეუძლებელია. არა საკითხის სირთულის, არამედ იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი მონაცემები არ ქვეყნდება: ერთი და იმავე პროდუქტის ფასი ბანკების ჭრილში, კონცენტრაცია პროდუქტის და არა სექტორის დონეზე და ბანკის შეცვლის რეალური სიხშირე. ეს ყველაფერი გაზომვადია და განვითარებულ სამყაროში რეგულარულად ქვეყნდება.
ეს ბლოგი არ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კონკურენცია დარღვეულია. ის აჩვენებს, რომ დღევანდელი საჯარო ინფორმაცია ამ კითხვაზე პასუხს არ იძლევა, არც დადებითს და არც უარყოფითს. ხოლო როცა კრედიტი, გადახდები და მონაცემი ორ ინსტიტუტზეა დამოკიდებული, მათი კერძო გადაწყვეტილებები საჯარო მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს არის კონცენტრაციის რეალური ფასი და არა თავად მოგების ოდენობა.
აკრძალვა გამოსავალი არ არის. გამოსავალი ობიექტური შეფასება და გაზომვაა: მონაცემები პროდუქტის დონეზე, ბანკის შეცვლის რეალური გამარტივება და ღია ბანკინგში თანაბარი პირობების აუდიტი, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებითა და სამართლიანი საბიუჯეტო წვლილით. ქვემოთ განვიხილავთ „ჭარბი მოგების" დროებით გადასახადსაც. ის ბიუჯეტის ინსტრუმენტია, თუმცა კონცენტრაციის პრობლემას არ წყვეტს.
საქართველოში 19 მოქმედი საბანკო ინსტიტუტია, 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი. მათგან ორი ბანკი გაცილებით დიდია, ვიდრე დანარჩენი ჩვიდმეტი ერთად აღებული. ეს ასე ყოველთვის არ ყოფილა და არც შემთხვევითობაა: 1990-იან წლებში, თავისუფალი ლიცენზირების პირობებში, ქვეყანაში 250-ზე მეტი ბანკი მოქმედებდა, კაპიტალისა და ზედამხედველობის მოთხოვნების გამკაცრებამ კი ბაზარი მკვეთრად შეამცირა და თანდათან ორ ცენტრში მოაქცია. ამ მოცემულობას კარგად ასახავს ლათინური ტერმინი „დუუმვირატი" (duumviri, ორი კაცის მმართველობა).
ციფრი
პირველი:
მოგების
87.9%
[ფაქტი] 2026 წლის პირველ ნახევარში ცხრამეტი
საბანკო
ინსტიტუტის
წმინდა
შედეგმა
1.878 მილიარდი
ლარი
შეადგინა.
ეს
სექტორის
სუფთა
ნაშთია:
მომგებიანების
მოგება
მინუს
ზარალიანების
ზარალი.
ამავე
პერიოდში
საქართველოს
ბანკმა
966.6 მილიონი გამოიმუშავა, თიბისიმ
683.9 მლნ; ორივემ ერთად 1,650.5 მილიონი,
ანუ
მთლიანი
სექტორის
87.9%.
|
ბანკი |
წმინდა მოგება/ზარალი |
|
|
966.6 |
|
|
683.9 |
|
|
1,650.5 |
|
|
74.0 |
|
|
52.8 |
|
|
43.9 |
|
|
18.0 |
|
|
16.3 |
|
|
15.3 |
|
|
12.2 |
|
|
7.4 |
|
|
3.7 |
|
ოთხი
ინსტიტუტი, რომელიც ნახევარწლიური მაჩვენებლების
ცალკე არ აქვეყნებს; |
|
|
|
4.9 |
|
|
4.1 |
|
|
2.6 |
|
|
1.0 |
|
ზარალიანი
ინსტიტუტები |
|
|
Paysera |
|
|
Hash Bank |
|
|
Silk Bank |
|
|
|
|
|
|
1,878 |
ცალკეული ინსტიტუტების ჯამი 1,870.6 მლნ ლარია. სექტორის 1,878 მლნ-თან სხვაობა (0.4%) ამ ოთხი ინსტიტუტის II კვარტლის შედეგით აიხსნება, რაც სექტორის ჯამში შედის, ცხრილში კი ცალკე არ ჩანს.
ოთხივე
ზარალიანი ინსტიტუტი, VTB (დასანქცირებული რუსული ჯგუფის შვილობილი), Silk Bank,
Hash Bank და Paysera, მცირე მოთამაშეა. მათი ჯამური ზარალი დაახლოებით
36 მილიონია და საერთო სურათს არ ცვლის.
ცხრილის ბოლო ნაწილი ცალკე ყურადღებას იმსახურებს. სამმა ახალმა ინსტიტუტმა,
კრისტალმა, Pave Bank-მა და MBC-მ, პირველი კვარტალი 8.5 მილიონი ლარის მოგებით
დაასრულა და სამივე მზარდია. Pave Bank-მა მხოლოდ პირველ კვარტალში იმაზე მეტი
გამოიმუშავა, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში. ანუ ბაზარზე ახალი
მოთამაშეები შემოდიან და წარმატებულებიც არიან, თუმცა კონცენტრაცია მაინც არ
იცვლება.
ციფრი მეორე: აქტივების 75%
|
|
|
|
|
|
87.9% |
|
|
|
|
2026.06 |
|
|
|
2026.06 |
|
|
|
2026.06 |
[გამოთვლა] კონცენტრაციის სტანდარტული საზომი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია (HHI), ბაზრის წილების კვადრატების ჯამი. აშშ-ის შერწყმის სახელმძღვანელოს (Horizontal Merger
Guidelines) მიხედვით, 1,800-ის ზემოთ ბაზარი მაღალკონცენტრირებულად ითვლება. თუ ორ ბანკზე აქტივების 75% მოდის, მათ შორის წილები როგორც არ უნდა გადანაწილდეს, არითმეტიკულად, საქართველოში ინდექსი 2,800-ზე ნაკლები ვერ იქნება. ევროკავშირის ყველაზე კონცენტრირებულ საბანკო ბაზრებზე, ესტონეთში, ფინეთსა და საბერძნეთში, ის 2,400-დან
2,550-მდე მერყეობდა (2019), სომხეთში კი 1,087-ია. შედარება უფრო თვალსაჩინოა, თუ მარტივ საზომს ავიღებთ: ევროკავშირში ხუთი უმსხვილესი ბანკი საშუალოდ აქტივების 68.6%-ს ფლობს (2024), საქართველოში ორი ბანკი კი 75%-ს.[1]
ამ ციფრების მიღმა კიდევ ერთი, ნაკლებად შესამჩნევი, თუმცა ძლიერი უპირატესობაა - ინფორმაცია. რადგან ანგარიშებისა და გადახდების უმეტესობა ორ მსხვილ ბანკში გადის, მათ ხელთაა ეკონომიკური აქტივობის ყველაზე დეტალური სურათი; ვის რა შემოსავალი შემოსდის, რა რეგულარობითა და სეზონურობით, ვისთან აქვს საქმე. საკრედიტო ისტორია ამ უპირატესობაში არ შედის, მას „კრედიტინფო"[2]
ყველა მონაწილე ინსტიტუტს თანაბრად აწვდის. ტრანზაქციული ნაკადი კი მხოლოდ იმ ბანკში ჩანს, სადაც ანგარიშია. [ვარაუდი]
სწორედ ეს ინფორმაცია განსაზღვრავს ყველაზე მეტად რისკის შეფასებას, ლიმიტსა და შეთავაზებას.
ასეთი მონაცემი არ იყიდება და ტექნოლოგიით არ იქმნება, ის მხოლოდ დროითა და ბაზრის წილით გროვდება. ახალი ბანკი კაპიტალსაც მოიზიდავს და ლიცენზიასაც აიღებს, ამ ისტორიას კი პირველივე დღეს ვერ შეიძენს. სწორედ ამიტომ ვერ ცვლის კონცენტრაციას ახალი მოთამაშის გამოჩენაც კი. შესვლის ბარიერი ლიცენზიაში კი არა, დაგროვილ მონაცემშია.
ამის გასაწონასწორებლად არსებობს ღია ბანკინგი, რომელიც მომხმარებელს საკუთარი მონაცემის სხვა პროვაიდერისთვის გაზიარების უფლებას აძლევს. საქართველოში
რამდენად გამჭვირვალედ, ეფექტურად და სამართლიანად მუშაობს ის პრაქტიკაში, ჯერ არ იზომება და არ ქვეყნდება.
ღია ბანკინგი ნამდვილად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ამ საკითხს მომავალში აუცილებლად მივუბრუნდებით.
ციფრი მესამე: 2.4-ჯერ მეტი
[გამოთვლა] ორი უმსხვილესი ბანკი აქტივების დაახლოებით 75% ფლობს და მოგების 87.9% გამოიმუშავებს; დანარჩენი ჩვიდმეტი აქტივების დაახლოებით 25% და მოგების დაახლოებით 12%. ერთ ლარ აქტივზე გადაანგარიშებით, ორი დიდი ბანკის მომგებიანობა დანარჩენებისას დაახლოებით 2.4-ჯერ აღემატება.
სწორედ ეს სხვაობა და არა თავად კონცენტრაციის დონე ითხოვს ახსნას. დიდი ბანკი დიდ მოგებას რომ იღებს, ბუნებრივია და აქ კითხვა არ არსებობს. კითხვაა: რატომ იღებს ის აქტივის ყოველ ლარზე 2.4-ჯერ მეტს, ვიდრე მისი კონკურენტები იმავე ბაზარზე, იმავე რეგულაციებით და იმავე მაკროგარემოში.
|
|
|
|
|
|
|
|
966.6 |
1,203.8 |
|
|
|
1,631.1 |
2,163.2 |
|
|
|
683.9 |
750.9 |
|
|
|
|
1,420.0 |
სამი შესაგებელი,
რომელიც
აქვე
უნდა
განიმარტოს
ამ ციფრებს სამი სტანდარტული პასუხი აქვს. სამივე მართებულია და სამივე სხვა კითხვას პასუხობს, ვიდრე ეს ბლოგი სვამს.
„სექტორი კარგად
რეგულირდება." სწორი შეფასებაა და სწორედ ამაშია საქმე. 250-ზე მეტი ბანკიდან ცხრამეტამდე შემცირება ზედამხედველობის ეფექტიანობის შედეგი იყო: სუსტი ინსტიტუტები გავიდნენ და სისტემა გაძლიერდა. მაგრამ, ამავე დროს, კაპიტალისა და ზედამხედველობის მოთხოვნა ბაზარზე შესვლის ფასია. ანუ ის, რამაც სექტორი უსაფრთხო გახადა, მისი კონცენტრაციის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. გამართული რეგულირების დანიშნულება იმის უზრუნველყოფაა, რომ ცალკეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა შოკს გაუძლოს. თუმცა ის მეორე კითხვას არ პასუხობს: რა ხდება მაშინ, როცა ორი ბანკი იმდენად დიდია, რომ მათი გადაწყვეტილება მთელ ქვეყანას ეხება?
„ბანკები ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია." რაც უფრო აუცილებელია ინფრასტრუქტურა, მით ნაკლებად დასაშვებია, რომ ის ორი მოთამაშის ხელში იყოს. ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაში სექტორის კრიტიკულობა მონოპოლიას კი არ ამართლებს, არამედ პირიქით, მის მიმართ უფრო გაძლიერებულ ყურადღებასა და კონტროლს ითხოვს.
„ბაზარი ღიაა,
ვისაც უნდა, შევა." 2023 წლიდან ოთხი ახალი ინსტიტუტი შემოვიდა ორი ახალი ლიცენზიის არხით: ციფრული ბანკები Hash Bank და Pave Bank, მიკრობანკები კრისტალი და MBC. სამი უკვე მომგებიანია, მაგრამ სამივე ერთად სექტორის მოგების ერთ პროცენტსაც ვერ აღწევს და კონცენტრაცია სამი წლის შემდეგაც უცვლელია. ანუ ბარიერი ლიცენზიაში არ არის და ამ სურათს წარმატებული შესვლაც კი ვერ ცვლის. ერთი ახსნა, დაგროვილი მონაცემი, ზემოთ უკვე ვახსენეთ. დანარჩენის მიგნება კი ჩვენი ბლოგის ამოცანაა.
რას ამბობენ ციფრები (და რას არა)
[ფაქტი] საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის IV მუხლის კონსულტაციის ანგარიშით, საქართველოს საბანკო სექტორის კაპიტალის უკუგება
(ROE) 2026 წლის მარტისთვის 22.8% (2025 წლის ბოლოს 24.4%). ანუ ქართული ბანკები ყოველ 100 ლარ საკუთარ კაპიტალზე წელიწადში 22.8 ლარს შოულობენ.
მაღალი მოგება მხოლოდ ორ დიდ ბანკს არ აქვს, ის მთელ სექტორს ახასიათებს, ამიტომ ახსნის ნაწილი ნამდვილად ქვეყნის რისკსა და მაკროგარემოშია (ამას სომხეთის მაგალითიც ადასტურებს, იხ. მე-7 თავი). სწორედ ეს გარემოება აზუსტებს მთავარ კითხვას: რატომ ნაწილდება ეს შედეგი ასე არათანაბრად ცხრამეტ ინსტიტუტს შორის?
მოგების წილი კონცენტრაციის საზომია და არა საბაზრო ძალაუფლების: მაღალი წილი შეიძლება ეფექტიანობის შედეგიც იყოს (თუმცა, როგორც მე-3 თავში ვნახავთ, ხარჯის მონაცემი ამას არ ადასტურებს). საბაზრო ძალაუფლების მტკიცებისთვის ეს საკმარისი არ არის და სამი დამატებითი მონაცემია საჭირო, რომელთაგან არც ერთი არ ქვეყნდება: კონცენტრაცია პროდუქტის და არა სექტორის დონეზე; ერთი და იმავე პროდუქტის ფასის სხვაობა ბანკებს შორის; და ბანკის შეცვლის რეალური სიხშირე და ხარჯი.
ამ ბლოგით ჩვენ სიგნალს ვაფიქსირებთ და განაჩენი არ გამოგვაქვს. სიგნალი ძლიერია და ის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია: ფინანსური ინფრასტრუქტურის სამი მეოთხედი ორი ინსტიტუტის პორტფელშია, კონცენტრაციის ინდექსი ევროკავშირის ყველაზე კონცენტრირებულ ბაზრებზეც მაღალია, მათი მომგებიანობა დანარჩენებისას 2.4-ჯერ აღემატება და დღეს არც ერთ საჯარო წყაროში არ არსებობს ის მონაცემები, რომლითაც ამ სხვაობას ახსნას მოვუძებნიდით.
ბანკის მოგებაზე კამათი თითქმის ყოველთვის სესხის პროცენტზე კონცენტრირდება. სინამდვილეში ბანკს შემოსავლის სამი ძირითადი წყარო აქვს.
პირველი, საპროცენტო შემოსავალი:
სესხიდან მიღებული შემოსავალი მინუს ანაბარზე გადახდილი თანხა. მეორე, საკომისიო შემოსავალი:
ბარათები, გადარიცხვები, ამონაწერები, საბროკერო და საკასო მომსახურება.
მესამე, სავალუტო ოპერაციები:
ვალუტით ვაჭრობისა და კონვერტაციის შედეგად
მიღებული შემოსავალი.
სესხის განაკვეთი ერთხელ ჩანს, ხმამაღლა და
კონკრეტული ციფრით. საკომისიო და კონვერტაციის სხვაობა
კი მცირე ნაწილებად, ყოველდღიურად და თითქმის შეუმჩნევლად
გროვდება და სწორედ ამიტომ
არ ხვდება საჯარო კამათში.
ცხრილი
4. ორი ბანკის ქართული
ბიზნესის საოპერაციო შემოსავლის სტრუქტურა.
2026 წლის პირველი ნახევარი
|
შემოსავლის წყარო |
თიბისი |
საქართველოს ბანკი |
ორივე (მლნ
₾) |
წილი |
|
წმინდა საპროცენტო შემოსავალი |
73.1% |
71.2% |
2,238.1 |
72.1% |
|
საკომისიო შემოსავალი |
14.6% |
18.6% |
521.0 |
16.8% |
|
სავალუტო ოპერაციები |
11.1% |
9.7% |
321.9 |
10.4% |
|
სხვა საოპერაციო შემოსავალი |
1.2% |
0.4% |
23.2 |
0.7% |
|
სულ |
100% |
100% |
3,104.2 |
100% |
წყარო:
TBC Bank Group PLC, სეგმენტი „Georgian financial
services"; Lion Finance Group PLC, სეგმენტი
„Georgian Financial Services", 2026 წლის
პირველი ნახევრის შედეგები.
უზბეკური და სომხური
ბიზნესი არ შედის.
საქართველოს ბანკის სეგმენტურ ანგარიშგებაში ცალკე
ხაზად გამოტანილია „მარეგულირებელთან დაკავშირებული ხარჯი"
(−26.9 მლნ ლარი); აქ
ის გამოკლებული არ
არის, რადგან ხარჯია
და არა შემოსავლის არხი. წილები
ოთხი შემოსავლის ხაზის
ჯამზეა გათვლილი.
ცხრილში წარმოდგენილი ციფრები ჯგუფების ქართულ ბიზნესს ეხება: თიბისის უზბეკური და საქართველოს ბანკის
სომხური ოპერაციები აქ არ შედის.
ამ მონაცემებიდან ორი
ფაქტორი
იქცევს ყურადღებას. პირველი:
სესხის პროცენტს მიღმა შემოსავლის 27.9% რჩება, თითქმის მესამედი, რომლის უდიდესი ნაწილიც საკომისიო და კონვერტაციაა. მეორე: ორი ბანკის შემოსავლის
სტრუქტურაში საგრძნობი განსხვავებაა. საქართველოს ბანკის შემოსავალში საკომისიო 18.6%-ია, თიბისისაში 14.6%. ანუ ერთსა
და იმავე ბაზარზე ორი უმსხვილესი მოთამაშე
შემოსავალს სხვადასხვანაირად აგროვებს.
ცხრილს ერთი არსებითი დათქმა
ახლავს. ის აჩვენებს, საიდან შემოდის შემოსავალი და
არა იმას, საიდან რჩება მოგება. მოგებამდე შემოსავალს აკლდება ხელფასები, ფილიალებისა და ტექნიკის ხარჯი,
გადასახადები და სესხების შესაძლო
დანაკარგის რეზერვი. არც ერთი ქართული
ბანკი არ აქვეყნებს, რომელი
არხი რა მოგებას ტოვებს
ამ ხარჯების გამოკლების შემდეგ.
სწორედ აქ იკარგება მთავარი.
ის, რომ ორი ბანკი
შემოსავალს სხვადასხვანაირად აგროვებს, საჯარო ანგარიშგებიდან ჩანს. ის კი,
რომელ მათგანს რომელი არხი რამდენ მოგებას
უტოვებს, აღარ ჩანს.
[ვარაუდი]
საკომისიო და სავალუტო ბიზნესს
პროპორციულად ნაკლები ხარჯი ახლავს, რადგან მათთვის დამატებითი ფილიალი, პერსონალი ან კაპიტალი თითქმის
არ არის საჭირო. ეს
ნიშნავს, რომ მათი წვლილი
მოგებაში, სავარაუდოდ, აღემატება მათ წილს შემოსავალში.
[დათქმა]
ეს არხები მაინც საჭიროებს გარკვეულ მოთხოვნებს კაპიტალზე.
ბაზელის სტანდარტით, საოპერაციო რისკის კაპიტალის მოთხოვნა სწორედ შემოსავლის მოცულობაზეა მიბმული, საკომისიოსა და სავალუტო შემოსავლის
ჩათვლით. მაგრამ ეს მოთხოვნა საკრედიტო
რისკის კაპიტალზე მნიშვნელოვნად მცირეა: ყოველი გაცემული სესხი კაპიტალის ცალკე მარაგს მოითხოვს, გადარიცხვა ან კონვერტაცია კი
არა.
რას
ითხოვს
საერთაშორისო
პრაქტიკა
და
რას
ვითხოვთ
ჩვენ
აქ აუცილებელია ორი სხვადასხვა მოთხოვნის
გამიჯვნა, რადგან მათი სტატუსი არ
ემთხვევა.
პირველი უკვე სტანდარტია.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი IFRS 15 კომპანიას ავალდებულებს, შემოსავალი კატეგორიების მიხედვით დაშალოს; ბანკებისთვის ეს ნიშნავს საკომისიო
შემოსავლის ჩაშლას ტიპების მიხედვით: გადახდები, ბარათები, ანგარიშის მომსახურება, გარანტიები, აქტივების მართვა. ევროპული ბანკების უმრავლესობა ამას აკეთებს. ევროკავშირის
საგადახდო ანგარიშების დირექტივა (2014/92/EU) ერთი ნაბიჯით შორს
მიდის და ყოველ ბანკს
ავალდებულებს, კლიენტს სტანდარტიზებული ფორმით მიაწოდოს საკომისიოების ჩამონათვალი და წლიური ამონაწერი
გადახდილი საკომისიოების შესახებ, ხოლო წევრ სახელმწიფოებს
უზრუნველყონ დამოუკიდებელი შესადარისი ვებგვერდის არსებობა.
მეორე კი სტანდარტს სცდება და ამას აქვე ვაფიქსირებთ.
მომგებიანობის ჩაშლა შემოსავლის არხების მიხედვით, ანუ რომელი არხი
რა მოგებას ტოვებს ხარჯის გამოკლების შემდეგ, არც ევროკავშირში და
არც აშშ-ში სავალდებულო
არ არის. ბანკები, როგორც
წესი, მომგებიანობას ბიზნეს მიმართულებების და არა შემოსავლის
ტიპების ჭრილში აჩვენებენ.
ამიტომ მოთხოვნა, რომელსაც ვაყენებთ, ორსაფეხურიანია.
პირველი საფეხური, საკომისიო შემოსავლის დეტალური ჩაშლა უკვე არსებული სტანდარტის
სრულად შესრულებაა და დამატებით არაფერს
მოითხოვს.
მეორე საფეხური, მომგებიანობა არხების მიხედვით ნებაყოფლობითი ნაბიჯია, რომელსაც ორი ბანკი თავად
გადადგამდა, თუ სურს, რომ
ამ კითხვაზე მსჯელობა ვარაუდებით არ წარიმართოს. ტექნიკურად
ის რთული არ არის: ორივე
ჯგუფი შედეგებს უკვე აქვეყნებს ბიზნეს
მიმართულებების ჭრილში
(საცალო, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესი),
ანუ შიდა ალოკაციის მოდელი
მათ უკვე აქვთ.
სანამ ეს მონაცემი არ
ქვეყნდება, ნებისმიერი მტკიცება ამ თემაზე, ჩვენი
ჩათვლით, დაშვებაა და არა ფაქტი.
დიაგრამა
1. საოპერაციო შემოსავლის სტრუქტურა ორ ბანკში,
ქართული ბიზნესი,
2026 წლის პირველი ნახევარი
სად მიდის ბანკების მოგება?
[ფაქტი] საქართველოში ბანკები მოგების გადასახადს, 20%-ს, დარიცხვისთანავე იხდიან, განაწილების მიუხედავად. ესტონური მოდელი, რომელიც სხვა კომპანიას მხოლოდ დივიდენდის გაცემისას ბეგრავს, ბანკებზე 2023 წლიდან აღარ ვრცელდება. სამაგიეროდ, 2023 წლის შემდგომი მოგებიდან გაცემულ დივიდენდს დამატებითი გადასახადი აღარ ედება: სახელმწიფო 20%-ს ერთხელ იღებს, დანარჩენი 80% კი აღარ იბეგრება, მათ შორის ქვეყნიდან გასვლისას.[3]
[ფაქტი] 2025 წელს თიბისიმ მოგების 40% გაანაწილა დივიდენდითა და აქციების გამოსყიდვით (მათ შორის 75 მლნ ლარის გამოსყიდვა). Lion
Finance Group-ის (საქართველოს ბანკი) გამოცხადებული პოლიტიკა მოგების 30-50%-ის განაწილებაა დივიდენდითა და გამოსყიდვით (2025 წელს, მათ შორის, 203 მლნ ლარის გამოსყიდვა).[4]
ეს თანხა ლონდონში რეგისტრირებულ სათავო კომპანიებში მიდის. აქციონერთა სრული შემადგენლობა რეზიდენტობის ჭრილში რეგულარულად არ ქვეყნდება, თუმცა გამჟღავნებული მსხვილი აქციონერების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური ინსტიტუციური ინვესტორია. ანუ განაწილებული მოგების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გადის.
დანარჩენი 60-70% ქვეყანაში რჩება და კრედიტს აფინანსებს. ეს რეალური სარგებელია, თუმცა ეს
ქვეყანაში შემოსული ფული არ არის. ეს აქ გამომუშავებული მოგებაა, რომელიც ადგილზე დარჩა.
სტატისტიკური მეთოდოლოგიით კი იგივე თანხა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მუხლში, რეინვესტირების სახით აღირიცხება. [ფაქტი] 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI)
1.9 მლრდ დოლარი იყო, საიდანაც 1.57 მლრდ
(82.5%) რეინვესტირებული მოგებაა. ყველაზე მსხვილი მიმღები დარგი ფინანსები და დაზღვევაა: 633 მლნ დოლარი, მთლიანის 33.3%.[5]
მიზეზი წმინდად ტექნიკურია. ორივე ბანკის სათავო კომპანია უცხოურია, ამიტომ მათი გაუნაწილებელი მოგება „უცხოურ ინვესტიციად" აღირიცხება. სინამდვილეში ეს ის მოგებაა, რომელიც საქართველოში, ადგილობრივი მომხმარებლისა და ბიზნესის გადახდილი ფასიდან შეიქმნა.
ესე იგი, ახალი კაპიტალის სახით შემოსული თანხა FDI-ის მთლიან ციფრზე გაცილებით ნაკლებია.
3. ძვირი ფული თუ ძვირი ბანკი?
ბანკების პასუხი მაღალ მოგებაზე შეკითხვისას თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა: ჩვენთვის ფული ძვირია და ქვეყანა რისკიანი. ორივე მტკიცება შემოწმებადია და ამისათვის საკმარისია სესხის ფასი ნაწილებად დავშალოთ და თითოეული ცალკე შევაფასოთ.
სესხის ფასი შედგება იმისგან, რაც ბანკს ფულის მოზიდვა უჯდება, პლუს საოპერაციო ხარჯი, დაუბრუნებელი სესხების სავარაუდო დანაკარგი, კაპიტალისა და ლიკვიდობის ღირებულება, გადასახადი და დარჩენილი მარჟა. სწორედ ეს ბოლო ნაწილია საკამათო და სწორედ ის არის ერთადერთი, რომელიც ცალკე არ ქვეყნდება.
|
|
|
|
|
|
11.9% |
12.7% |
|
|
5.6% |
5.4% |
|
|
5.8% |
5.9% |
|
|
0.7% |
0.5% |
|
|
24.3% |
32.0% |
საპროცენტო სხვაობა მარჟა
არ არის. ფულის ხარჯის გამოკლების შემდეგ საპროცენტო სხვაობა თითქმის 6%-ს აღწევს, სესხების რეალურად რეალიზებული დანაკარგი კი მხოლოდ 0.5-0.7%-ია. აქ ნაჩქარევი დასკვნის ცდუნება ჩნდება, რომ დარჩენილი ხუთ პროცენტზე მეტი, მარჟაა. ეს არასწორია: ამ ნაშთიდან ჯერ იფარება ხელფასები, ფილიალები, ტექნოლოგია, კაპიტალის ღირებულება და გადასახადი. მარჟა მხოლოდ ამის შემდეგ იწყება.
უკუგება და საერთაშორისო შედარება. რას ნიშნავს კაპიტალის უკუგება (ROE)?
თუ აქციონერს ბანკში 100 ლარი აქვს ჩადებული და წელიწადში 30 ლარს გამოიმუშავებს, ეს 30%-იანი უკუგებაა. ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ბანკებისთვის ეს მაჩვენებელი 10.5%
(2026 წლის I კვარტალი), აშშ-ში 11.6%. თიბისი
ბანკისთვის კი 24.3%, საქართველოს ბანკისთვის 32.0%.
ეფექტიანობა - არგუმენტი, რომელსაც ბანკები ყველაზე ხშირად იშველიებენ, რომელიც ერთი შეხედვით, საკმაოდ დამაჯერებლადაც ჟღერს.
[ფაქტი] ხარჯისა და შემოსავლის შეფარდება საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის 2026 წლის მეორე კვარტალში 34.4% იყო, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ბანკებისთვის 2025 წლის ბოლოს 53.3%.[6]
მაგრამ ეს წილადია (ხარჯი/შემოსავალი) და ორი მიზეზით შეიძლება იყოს
დაბალი: ან ხარჯია მცირე, ან შემოსავალია დიდი. ამის გასარჩევად ხარჯი აქტივებს უნდა შევადაროთ.
[ფაქტი] მსოფლიო ბანკის მონაცემით, 2021 წელს ქართული ბანკების საოპერაციო ხარჯი აქტივების 2.27% იყო. ესტონეთში ეს მაჩვენებელი 1.71%-ია, ლიტვაში 0.86%, სომხეთში 2.21%.[7] ანუ აქტივის ყოველ ლარზე ქართული ბანკი ევროპულ ანალოგებზე მეტს ხარჯავს. დაბალი
თანაფარდობა ეფექტიანობის კი არა, უბრალოდ მაღალი შემოსავლების შედეგია. ეს
ბანკების ეფექტიანობის არგუმენტი კი არ არის, არამედ იმავე მაღალი მარჟის სხვა
კუთხიდან დანახვაა.
[დათქმა] ნაკლებად განვითარებულ ეკონომიკებში ხარჯი აქტივებთან შეფარდებით ბუნებრივად უფრო მაღალია და საქართველო ამ მხრივ სომხეთის დონეზეა. შესაბამისად,
ეს მონაცემი იმას კი არ ამტკიცებს, რომ ქართული ბანკები ზედმეტად ბევრს ხარჯავენ,
არამედ იმას, რომ მათი დანახარჯები სულაც არ არის დაბალი. მსოფლიო ბანკის ბოლო
მონაცემები 2021 წლისაა და მთელ სექტორს მოიცავს, თუმცა საერთო ტენდენცია მაინც
ცალსახაა.
რას ამბობს რისკის
ფასი და რას არა. 0.5-0.7% დანაკარგი მკაცრი შერჩევის, უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნებისა და კონსერვატიული სტანდარტების შედეგია. ეს
იმას კი არ ნიშნავს, რომ რისკი არ არსებობს, არამედ იმას, რომ ბანკები მას
მსესხებელთა ნაწილის უბრალოდ „გაფილტვრით“ მართავენ. ეს ბანკის სასარგებლო არგუმენტია, თუმცა რამდენ განაცხადს ეთქვა უარი, არ ქვეყნდება.
[ფაქტი] 2026 წლის პირველ ნახევარში ორივე ბანკმა სესხების შესაძლო დანაკარგისთვის ჯამში 173.7 მილიონი ლარი დაარეზერვა. ეს მათი წმინდა საპროცენტო შემოსავლის 8.0% და დაბეგვრამდე მოგების 9.0%-ია.
აქაც ჩნდება ცდუნება, ითქვას, რომ „ბანკის მთელი რისკი მხოლოდ 8% ღირს, დანარჩენი კი მოგებაა". ესეც არასწორი დასკვნაა. ეს ციფრი მხოლოდ იმ დანაკარგს ასახავს, რომელსაც ბანკი კონკრეტული პერიოდისთვის მოელის. ის არ მოიცავს იშვიათ, მაგრამ მძიმე შოკებს, კაპიტალის იმ მარაგებს, რომლებიც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს, და მთელი პორტფელის მგრძნობელობას ეკონომიკური სცენარის ცვლილებაზე. სწორი ფორმულირება უფრო მოკრძალებულია „პერიოდში აღიარებული რისკის ხარჯი დაბალი იყო".
რა რჩება ახსნის
გარეშე. დარჩენილ სხვაობას შემდეგი ფაქტორები შეიძლება ხსნიდეს:
- კაპიტალის სტრუქტურა:
რამდენად
ეყრდნობა
ბანკი
საკუთარ
და
რამდენად
ნასესხებ
ფულს;
- ლიკვიდობის მართვა:
რა
თანხა
რჩება ხელმისაწვდომი სესხად გაცემის ნაცვლად;
- ბიზნესის შემადგენლობა:
რა
წილი
უჭირავს
პორტფელში
საცალო,
კორპორატიულსა
და
მცირე
ბიზნესს;
- საბაზრო ძალაუფლება:
რამდენად
შეუძლია
ბანკს
ფასის
დაწესება
მომხმარებლის
დაკარგვის
რისკის
გარეშე.
ერთი მათგანი აქვე გამოირიცხება. მაღალი უკუგება ყოველთვის დიდ მოგებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს უბრალოდ იმის შედეგია, რომ ბანკს საკუთარი კაპიტალი მცირე ოდენობით აქვს ჩადებული. მცირე კაპიტალის ფონზე იგივე მოგება პროცენტულად მაღალი ჩანს. საქართველოში ეს ასე არ არის. ბანკებს რისკიანი აქტივების ყოველ 100 ლარზე 22.4 ლარი საკუთარი კაპიტალი აქვთ, რაც მაღალი მაჩვენებელია. ანუ მაღალი უკუგება აქ მცირე კაპიტალის არითმეტიკული ეფექტი არ არის, ის რეალურ მოგებას ასახავს. შესაბამისად, რჩება სამი შესაძლო ახსნა: ლიკვიდობის მართვა, ბიზნესის შემადგენლობა და საბაზრო ძალაუფლება.
ანუ შეჯამება ასეთია, ერთ მხარესაა ძვირი ფული (5.4-5.6%), ქვეყნის რისკისა და ინფლაციის მაღალი ფასი და კონსერვატიული დაკრედიტება. სამივე ფაქტორი რეალურია და სხვაობის ნაწილს ხსნის. ეფექტიანობა ამ სიაში არ ხვდება. ხარჯის დაბალი თანაფარდობა შემოსავლის სიმაღლის შედეგია და არა ხარჯის სიმცირის.
მეორე მხარეს კი ნაშთია, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგაც ევროპულ დონეს ორჯერ და მეტად აღემატება. ის შეიძლება ეკუთვნოდეს ლიკვიდობის მართვას, ბიზნესის შემადგენლობას ან საბაზრო ძალაუფლებას, ან სამივეს ერთად, სხვადასხვა წილით.
ეს ნაშთი შეიძლება იყოს კონცენტრაციის ქირაც, ანუ ის ზედმეტი ფასი, რომელსაც მომხმარებელი იმიტომ იხდის, რომ ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს. დღეს ამის გარკვევა შეუძლებელია. არა იმიტომ, რომ საკითხი რთულია, არამედ იმიტომ, რომ ამისთვის საჭირო სამი მონაცემი არ ქვეყნდება:
- ერთი და
იმავე
პროდუქტის
ფასი
ბანკების
ჭრილში;
- კონცენტრაცია პროდუქტის
და
არა
სექტორის
დონეზე;
- ბანკის შეცვლის
რეალური
სიხშირე.
სამივე იზომება და სხვა ქვეყნების მარეგულირებლები მათ სისტემატურად აქვეყნებენ (მაგალითები იხ. მე-6 თავში). ამიტომ ეს გაურკვევლობა არჩევანის შედეგია და არა ბუნებრივი მოცემულობა.
ხშირად ისმის, რომ ორი დიდი ბანკის მოგება მცირე ბიზნესის ხარჯზე მიიღწევა, რაც ამ უკანასკნელის განვითარებას ზღუდავს. ეს პრეტენზია სამ ცალკე კითხვად იშლება: მართლა უფრო ძვირია სესხი მცირე ბიზნესისთვის? რამდენად ამართლებს ამ სიძვირეს რისკი? და რა უჯდება ეს ეკონომიკას?
პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია. მსხვილ
ბიზნესთან შედარებით, სესხი მცირე ბიზნესისთვის მართლაც უფრო ძვირია და ნაწილობრივ სამართლიანადაც: ბანკები ამას რისკით ხსნიან. თიბისის პორტფელში მცირე და საშუალო ბიზნესის უმოქმედო (დაუბრუნებელი) სესხების წილი 4.5%-ია, მაშინ როცა მსხვილ ბიზნესში 1.5%, ფიზიკურ პირებში კი 1.4%-ია.
|
|
|
|
|
|
|
11.2 |
1.5% |
0.6% |
|
|
9.8 |
1.4% |
0.1% |
|
|
6.0 |
4.5% |
|
მაგრამ იმავე ცხრილში ერთი დეტალია, რომელიც ამ არგუმენტს ზღუდავს. მსხვილ ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს თითქმის ერთნაირი უმოქმედო სესხები აქვთ, 1.5% და 1.4%, რისკის ფასი კი ექვსჯერ განსხვავდება: 0.6% და 0.1%. ანუ უმოქმედო სესხის წილი ბანკის რეალურ დანაკარგს არ უდრის. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად არის სესხი უზრუნველყოფილი და რამდენს იბრუნებს ბანკი დეფოლტის შემდეგ.
[ვარაუდი] ფიზიკური პირების რისკის დაბალი ფასი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ამ პორტფელის დიდი ნაწილი იპოთეკაა, ანუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელზეც ბანკი დეფოლტის შემდეგაც თანხის უმეტეს ნაწილს იბრუნებს.
სწორედ ამიტომ არის არსებითი, რომ მცირე ბიზნესისთვის ცხრილში რისკის ფასი არ ქვეყნდება. საქართველოს ბანკის მონაცემით ამ სეგმენტში რეალიზებული დანაკარგი 0.4%-ია; თიბისისთვის იგივე მაჩვენებელი საჯაროდ ვერ მოვიძიეთ. ვიცით, რომ ამ სეგმენტში სესხი უფრო ხშირად არ ბრუნდება. არ ვიცით, რა უჯდება ეს ბანკს. სწორედ ეს ციფრი გვეტყოდა, რამდენად ამართლებს რისკი ფასს.
მაღალი განაკვეთის მიზეზები ერთი ფაქტორით არ ამოიწურება. მასში ჩადებულია ეროვნული ბანკის 8.25%-იანი განაკვეთი, რომელიც ლარის ზღვრულ ფასს ადგენს (ბანკების საშუალო დაფინანსება, როგორც მე-3 თავში ვნახეთ, გაცილებით იაფია), ინფლაციის მოლოდინი და ქვეყნის რისკი. ასევე ემატება სასამართლოსა და გირაოს რეალიზების სისწრაფე, რაც განსაზღვრავს, რამდენს დაკარგავს ბანკი დეფოლტისას; ინფორმაციის ნაკლებობა, რადგან მცირე ბიზნესს ხშირად აუდიტირებული ისტორია არ აქვს; და მცირე სესხის ადმინისტრირების არაპროპორციულად მაღალი ფიქსირებული ხარჯი. ბოლოს კი რჩება მარჟა, რომლის ზუსტი ზომა სეგმენტის დონეზე არ ქვეყნდება.
აქ იკვეთება ეფექტი, რომელიც ეკონომიკურ თეორიაში „მომგებიანობის ზღვრის" (hurdle rate) სახელითაა ცნობილი. მაღალი საპროცენტო ხარჯი ამცირებს იმ პროექტების რაოდენობას, რომლებიც დაფინანსების შემდეგ დადებით უკუგებას ინარჩუნებენ. მაგალითად, სრულიად სიცოცხლისუნარიანი იდეა, რომელიც 12-15% უკუგებას მოიტანდა, 20%-იანი სესხის პირობებში უბრალოდ არ იწყება. ეს შეუმდგარი პროექტები არც ერთ სტატისტიკაში არ ჩანს.
ამას სავალუტო განზომილებაც ემატება. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების 68%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია, მსხვილი ბიზნესისთვის კი 58.2%. ანუ ლარის გაუფასურება მცირე მეწარმეს უფრო „დააზიანებს", ვიდრე მსხვილ კომპანიას.
ეროვნული ბანკის საკრედიტო პირობების კვლევა, ბანკების თვითშეფასებით, აჩვენებს, გამკაცრდა თუ არა სტანდარტები და როგორ იცვლება მოთხოვნა. მაგრამ ის არ პასუხობს კითხვას, სესხის რამდენ განაცხადს ეთქვა უარი მცირე ბიზნესის სეგმენტში. ვერც იმას გავიგებთ, რამდენმა მეწარმემ საერთოდ არ მიმართა ბანკს, რადგან უარი წინასწარ ივარაუდა. სწორედ ეს ორი ციფრი გვეტყოდა, რამდენი სიცოცხლისუნარიანი პროექტი არ განხორციელდა.
და კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ჩვეულებრივ არ განიხილება. სესხების სამი მეოთხედი ორ ბანკზე მოდის.
[ვარაუდი] მსხვილ სესხებზე ეს კონცენტრაცია კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს: ერთ მსესხებელზე რისკი ბანკის კაპიტალის ნაწილით იზღუდება, ამიტომ მცირე ბანკს დიდი სესხის გაცემა ფიზიკურად არ შეუძლია, და მსხვილი კორპორატიული სესხის ბაზარი ამ წესით ფაქტობრივად ორ
დიდ მოთამაშეზე დადის. ანუ კითხვა, ვის და რა ფასად მიუწვდება ხელი კაპიტალზე, ფაქტობრივად ორი შიდა მეთოდოლოგიით წყდება. თუ ეს ორი მოდელი მეწარმეთა ერთსა და იმავე ჯგუფს ზედმეტად რისკიანად აფასებს, ეს ჯგუფი ქვეყანაში დაფინანსების გარეშე რჩება, თუმცა ბაზრიდან მას ფორმალურად არავინ აძევებს. სწორედ ამიტომ არ არის უარის სტატისტიკა კერძო ინფორმაცია: ის საჯარო პოლიტიკის მონაცემია.
ბანკების სავალუტო
შემოსავლები ბოლო
წლებში ხშირად
ხდება ეჭვის
საგანი: თუ
ბანკები კონვერტაციაზე ფულს შოულობენ, ხომ არ
აწყობთ, რომ ლარი სუსტი და ეკონომიკა დოლარიზებული დარჩეს?
[ფაქტი] საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის 10 ივნისის ანგარიშით, 2026 წლის მარტისთვის სესხების დოლარიზაციაა 42.2%, ანაბრებისა 47.4% (2025 წლის ბოლოს შესაბამისად
- 42.4% და 47.7%). დინამიკა კლებადია, დონე კი მაღალი რჩება.
[ფაქტი] იმავე ანგარიშით, უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების დაახლოებით 80% დაუზღვეველ მსესხებელზე მოდის, ანუ მათზე, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ვალდებულება კი დოლარში. სავალუტო შეუსაბამობის პირველადი დარტყმა მსესხებელზე მოდის, ხოლო დეფოლტის შემთხვევაში ნაწილი ბანკს საკრედიტო ზარალად უბრუნდება. სწორედ ეს არის დოლარიზაციის რეალური ფასი და არა თავად დოლარიზაციის პროცენტი.
ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის მაისში სავალუტო სესხის ზღვარი 750,000 ლარიდან ერთ მილიონამდე გაზარდა. ამ ზღვრის ქვემოთ სესხი ლარში უნდა გაიცეს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსესხებელს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს). სავალუტო ფონდი უფრო შორს მიდის და დაუზღვეველ მსესხებლებზე სავალუტო დაკრედიტებაში პირდაპირ ჭერის დაწესებას გვირჩევს, მსხვილი კომპანიების ჩათვლით.
ამას ერთი შედეგი მოჰყვება, რომელიც ჩვეულებრივ არ განიხილება. კურსის რისკის მოხსნა სწორი ნაბიჯია, მაგრამ ის ამ რისკს კი არ აქრობს, ფასად აქცევს. მსესხებელი, რომელიც ვალუტის ნაცვლად ლარში იღებს სესხს, უფრო მაღალ განაკვეთს იხდის, რადგან ლარის ფასი ეროვნული ბანკის 8.25%-იან განაკვეთს ეყრდნობა. ანუ დედოლარიზაცია რისკს ამცირებს და ფასს ზრდის. ამ ფასს კი არათანაბრად იხდიან: მცირე მეწარმესა და ფიზიკურ პირს, მსხვილი კომპანიისგან განსხვავებით, ბანკთან მოლაპარაკებაში ნაკლები წონა აქვს. სად გადის ეს ზღვარი და რამდენად განსხვავდება ერთი და იმავე პროდუქტის ფასი სეგმენტების მიხედვით, არ ქვეყნდება.
რაც შეეხება პოპულარულ ეჭვს...
[ფაქტი] საქართველოს ბანკის ჯგუფის წმინდა სავალუტო მოგებამ 2026 წლის პირველ ნახევარში 163.4 მილიონი ლარი შეადგინა, ქართული
ბიზნესის საოპერაციო შემოსავლის 9.7% (მე-2 თავის ცხრილში მოცემული 10.4% ორივე ჯგუფის ჯამია). ჯგუფის დონეზე, სომხური ბიზნესის ჩათვლით, იგივე მაჩვენებელი 296.4 მილიონია.
ერთი წლით ადრე იგივე მაჩვენებელი 298.2 მილიონი იყო. ანუ ეს ერთდროულად დიდი და სტაბილური არხია: სავალუტო ოპერაცია ბანკის მეორეხარისხოვანი საქმიანობა არ არის.
სავალუტო შემოსავალი სამი სხვადასხვა კომპონენტის ნაზავია: კონვერტაცია, რაც თავად დოლარიზაციის შედეგია; ბაზრის ბუნებრივი ბრუნვა; და ის სხვაობა, რომელსაც ბანკი ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის იტოვებს. საჯარო მონაცემი ამ სამის ერთმანეთისგან გამოცალკევების საშუალებას არ იძლევა. იმისთვის, რომ ითქვას „ბანკებს ლარის დასუსტება აწყობთ", ოთხი მონაცემია საჭირო და არც ერთი მათგანი არ ქვეყნდება: ბანკის ღია სავალუტო პოზიციის ზომა და მიმართულება; დაზღვევის (ჰეჯირების) პრაქტიკა; სავალუტო სესხების პორტფელის მგრძნობელობა კურსის ცვლილებაზე; და არხების მიხედვით დაშლილი, ტრანზაქციებზე შეწონილი რეალური საკურსო სხვაობა.
ამიტომ ამ ეჭვის დადასტურება
ან უარყოფა, დღეს არსებული ინფორმაციით, შეუძლებელია. ერთი რამ კი მაინც უნდა ითქვას ბანკების სასარგებლოდ: ლარის კურსი ბაზრითა და მაკროეკონომიკური პროცესებით ყალიბდება და ვერც ერთი ბანკი მას ვერ „ირჩევს".
სამაგიეროდ, სპრედი ბაზრის მოცემულობა არ არის. ყიდვისა და გაყიდვის კურსს შორის სხვაობა ის ფასია, რომელსაც ბანკი ყოველდღიურად თავად ადგენს. და ის იმ ბაზარზე დგინდება, სადაც ორ ინსტიტუტზე აქტივების სამი მეოთხედი მოდის. კონკურენტულ ბაზარზე სპრედი იკუმშება, რადგან მომხმარებელს არჩევანი აქვს და უკეთეს პირობებს ირჩევს; კონცენტრირებულზე ეს ზეწოლა სუსტდება.
[ფაქტი] ეს ფასი თეორიულად ყველასთვის ხილულია: 2026 წლის ივლისიდან ეროვნული ბანკის შედარების პლატფორმა ყოველ ბანკზე გამოცხადებულ ყიდვისა და გაყიდვის კურსს პირდაპირ
რეჟიმში აჩვენებს. მაგრამ ის მხოლოდ იმ მომენტის ფასს ასახავს, როცა მომხმარებელი მას უყურებს. არ ჩანს, რა კურსით შესრულდა რეალური ოპერაციები, როგორ იცვლება სხვაობა სავაჭრო საათების მიღმა და რამდენით სცილდება ის ოფიციალურ კურსს, რომელიც, მაგალითად, 2026 წლის 22 სექტემბერს 1 აშშ დოლარზე 2.6074 ლარი იყო.
რომელ მათგანთან გვაქვს საქმე, კონკურენტულ თუ კონცენტრირებულ ფასთან, დღეს ვერავინ იტყვის. პლატფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სწორედ ის აჩვენებს დანაკლისს: გამოცხადებული კურსი და ფაქტობრივი ფასი სხვადასხვა რამაა. ტრანზაქციებზე შეწონილი ფაქტობრივი სპრედი ბანკების ჭრილში კვლავ არ ქვეყნდება, არადა სწორედ ის გვეტყოდა, იკუმშება თუ არა ეს ფასი კონკურენციის ზეწოლით.
ასე იკვრება ჩაკეტილი წრე. იმის მტკიცება, რომ ბანკები ლარის კურსზე თამაშობენ, დღეს არსებული მონაცემით არ დასტურდება, ამ ეჭვის გასაქარწყლებლად საჭირო მონაცემები კი არ ქვეყნდება.
საეჭვო კურსის ცვალებადობა კი არ არის, არამედ ის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ფინანსური მომსახურების ფასს ორი კომპანია ისე ადგენს, რომ მისი შედარება არც მომხმარებელს შეუძლია და არც მკვლევარს. ეს არ არის ბრალდება. ეს კონცენტრირებული ბაზრის აღწერაა და სწორედ ის მდგომარეობაა, რომლის გამოსწორებაც მარეგულირებელს მარტივად შეუძლია.
6. ორი ბანკი, ერთი მარეგულირებელი
კონცენტრაციას ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო შედეგი აქვს.
დადებითი მხარე ცალსახაა: კარგად კაპიტალიზებული ბანკი კრიზისის დროს დანაკარგს თავად უმკლავდება და მთავრობის დახმარებას არ ითხოვს. 2008 წელს ევროპის რამდენიმე ქვეყანამ სუსტი საბანკო სისტემის ფასი ბიუჯეტიდან გადაიხადა.
უარყოფითი მხარეც თვალსაჩინოა. როცა აქტივების 75% და მოგების 88% ორ ინსტიტუტშია მოქცეული, მათი პრობლემა საბანკო სფეროს სცდება და სახელმწიფოებრივ მასშტაბს იღებს. ბანკი, რომლის დაცემასაც სახელმწიფო ვერ დაუშვებს, ფაქტობრივად უფასო, დაუწერელ გარანტიას იღებს გადასახადის გადამხდელისგან. ამას ჰქვია „ზედმეტად დიდი, რომ ჩამოიქცეს" (too
big to fail).
[ფაქტი] ასეთ რისკს მარეგულირებელი სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მარაგის მოთხოვნით პასუხობს. ჩვენს შემთხვევაში ოთხი ბანკისთვის ეს ასე გამოიყურება: საქართველოს ბანკი 3.0%, თიბისი 2.5%, ბაზისბანკი 1.0% და ლიბერთი 0.5%.[10] ანუ მარეგულირებლის შკალა ადასტურებს, რომ ორი უმსხვილესის სისტემური წონა დანარჩენებზე გაცილებით მაღალია. ასევე მოქმედებს ევროპულ დირექტივაზე დაფუძნებული რეზოლუციის ჩარჩოც, რომელიც შესაძლო კრახის შემთხვევაში ხუთი კრიტიკული ფუნქციის უწყვეტობას ითხოვს. თუმცა ეს ჩარჩო ერთ კითხვას პასუხობს - გაუძლებს თუ არა ბანკი შოკს.
ის არაფერს ამბობს იმაზე, რა ფასად ემსახურება იგივე ბანკი ბაზარს, სადაც ალტერნატივა მწირია. ეს მეორე კითხვაა და მას იმავე მარეგულირებელმა უნდა უპასუხოს. სწორედ აქ იწყება პრობლემა.
ოთხი როლი ერთ ხელში
[ფაქტი] საქართველოში კონკურენციის ეროვნული სააგენტო არსებობს, მაგრამ ფინანსური სექტორი მის მანდატს მიღმაა. აქ კონკურენციას თავად ეროვნული ბანკი ზედამხედველობს. ის იღებს საჩივრებს კონკურენციის დარღვევაზე, იღებს შერწყმის შეტყობინებებს და ადგენს სანქციებს.[11]
ერთი ინსტიტუტი ერთდროულად ოთხ როლს ითავსებს: ის არის ამ ორი ბანკის ზედამხედველი და მათივე ბაზრის კონკურენციის მარეგულირებელი; ის წყვეტს, დაუშვას თუ არა შემდგომი კონცენტრაცია; და ისაა ერთადერთი წყარო იმ მონაცემისა, რომლითაც მისივე გადაწყვეტილება შემოწმდებოდა.
[ფაქტი] ორგანული კანონი თავადვე ამბობს, რა მოხდება, თუ ეს როლები ერთმანეთს დაუპირისპირდება. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის 47⁸ მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონკურენციის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვისას პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას მიანიჭოს.
გამოდის, რომ კონკურენციის საკითხის გვერდზე გადადება კანონით ლეგიტიმურია ყოველთვის, როცა სტაბილურობის არგუმენტი მოიძებნება და არ არსებობს სხვა უწყება, რომლის პირდაპირი მოვალეობაც ამ კითხვის დასმა იქნებოდა. ამასთან, თავად ამავე ინსტიტუტის გადასაწყვეტია, რა მონაცემი გასაჯაროვდეს. მაგალითად, დღეს არ ქვეყნდება ტრანზაქციებზე შეწონილი სავალუტო სპრედი ბანკების მიხედვით, ბაზრის კონცენტრაცია კონკრეტული პროდუქტების დონეზე და მომხმარებლის მიერ ბანკის შეცვლის სიხშირე. სამივე მაჩვენებელი სრულიად გაზომვადია: ლიტვის ცენტრალური ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების ფასების შედარებას ბანკების ჭრილში, ბრიტანეთში კი საბანკო ანგარიშის პორტირების (გადატანის) სტატისტიკა კვარტალურად ქვეყნდება.[12]
[ფაქტი] კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი 2021 წლიდან მოქმედებს და 2025 წელს განახლდა; ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული აქვს ბანკების შედარებითი ანალიზის ინტერაქტიული პლატფორმაც. თუმცა ინდივიდუალური გადაწყვეტილება, განხილული შეტყობინებების რეესტრი ან კონკურენციის აღსრულების წლიური ანგარიში ვებგვერდზე ვერ მოვიძიეთ.[13] წესი არსებობს; რამდენჯერ და როგორ იქნა გამოყენებული, საჯაროდ არ ჩანს.
ეს არ არის ბრალდება, ეს კონსტრუქციის აღწერაა: ერთსა და იმავე ინსტიტუტს აქვს ლეგიტიმური საფუძველი, კითხვა არ დასვას და ამავე დროს აკონტროლოს ის
ციფრები, რომლითაც მისივე გადაწყვეტილება შემოწმდებოდა.
[ფაქტი] თავად ეს მმართველობა კი დამოუკიდებელი შეფასების ქვეშაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა 2025 წლის ივნისში ისე ამოიწურა, რომ მისი მიმოხილვები 2023 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის მმართველობის გამო იყო შეჩერებული. ფონდი დღემდე ითხოვს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობას საბჭოში და კანონიდან მთავრობისთვის დისკრეციული გადარიცხვების შესაძლებლობის ამოღებას. არა იმიტომ, რომ ასეთი გადარიცხვა მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მისი შესაძლებლობაც კი ასუსტებს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.[14]
ლონდონის ბირჟა: სისტემა, რომლის საპირწონეც თბილისში არ არის
ორი უმსხვილესი ჯგუფის სათავო კომპანიები ლონდონის ბირჟაზეა განთავსებული და ბრიტანული კანონმდებლობის დამატებით მოთხოვნებს ექვემდებარება. კომპანიების შესახებ კანონის 172-ე მუხლი მენეჯმენტს ავალდებულებს, გაითვალისწინოს გადაწყვეტილების გრძელვადიანი შედეგები, მომხმარებელთა და თანამშრომელთა ინტერესები და კომპანიის რეპუტაცია.[15] ანუ კითხვა „მოგება თუ ეთიკა?" აქ არასწორად არის დასმული. სწორია ვიკითხოთ, რამდენად შეესაბამება მათი რეალური პრაქტიკა უკვე აღებულ ვალდებულებებს. ოღონდ ეს ჩარჩო ანგარიშვალდებულებას ინვესტორის წინაშე ქმნის და არა ქართველი მომხმარებლის წინაშე. როცა ყველაზე ქმედითი დისციპლინა უცხოური ბირჟის მოთხოვნაა, ეს თავისთავად ქვეყნის ინსტიტუციური სისუსტის ნიშანია.
აქედან ერთ დასკვნამდე მივდივართ: არც „ბანკები დიდები არიან და უნდა დაიშალონ" არის სწორი და არც „კონცენტრაცია არაფერია". მდგრადობასა და კონკურენციაზე ერთი და იგივე ინსტიტუტია პასუხისმგებელი და დღეს მხოლოდ პირველზე გვაქვს პასუხი. სანამ ეს ორი როლი არ გაიმიჯნება ან, სულ მცირე, სანამ მეორე კითხვის დასმისთვის საჭირო მონაცემი არ გამოქვეყნდება, კონცენტრაციის ფასზე მსჯელობა ვარაუდად დარჩება. ორივე ნაბიჯს კი მე-8 თავში დავუბრუნდებით.
7. საერთა
საერთაშორისო
შედარება
ყოველთვის
სიფრთხილეს
მოითხოვს,
რადგან
ქვეყნებს
განსხვავებული
მაკროეკონომიკური
გარემო
და
ინსტიტუციური
მოწყობა
აქვთ.
თუმცა
ის
საერთო
სურათისა
და
ძირითადი
ტენდენციების
დანახვის
საშუალებას
იძლევა.
|
|
|
|
|
|
8.25% |
05/2026 |
|
|
6.50% |
08/2026 |
|
|
6.50% |
02/2026 |
|
|
37.00% |
07/2026 |
|
|
15.50% |
07/2026 |
|
|
3.75% |
06/2026 |
|
|
3.75% |
07/2026 |
|
|
2.25% |
07/2026 |
წყარო: შესაბამისი ცენტრალური ბანკები.
ცხრილიდან ერთი რამ პირდაპირ ჩანს, რომ
საქართველოში
ფულის
ფასი
რეგიონულ
მეზობლებზე
მაღალია
და
ეს
გარკვეულწილად
ამყარებს
ბანკების
არგუმენტს
- ლარში
გაცემული
სესხი
ობიექტურად
უფრო
ძვირი
უნდა
იყოს.
მაგრამ
მთავარი
კითხვა
სწორედ
აქ
იწყება:
რამდენად
ხსნის
ფულის
მაღალი
ფასი
თავად
ბანკების
მაღალ
მოგებას?
ამ
კითხვაზე
პასუხის
გასაცემად
შემდეგი
ცხრილი
დაგვეხმარება.
|
|
|
|
|
|
15.79% |
10.59% |
|
|
15.34% |
9.36% |
|
|
13.78% |
8.03% |
|
|
19.70% |
9.95% |
|
|
8.52% |
5.23% |
|
|
4.67% |
1.60% |
ევროკავშირის ბანკების საშუალო უკუგება 10.5% (ევროპის საბანკო ორგანო, 2026 წლის I კვარტალი), აშშ-ის ბანკებისა 11.6% (FDIC, Quarterly Banking Profile, 2025 წლის IV კვარტალი). ორი ქართული ჯგუფის ქართული ბიზნესის უკუგება კი 24.3% და
32.0%.
[ფაქტი] ერთი შედარება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის ერთსა და იმავე ჯგუფს ეხება. Lion Finance
Group-ის ქართული ბიზნესის უკუგება 2025 წელს 32.0% იყო, სომხური Ameriabank-ისა 22.6%.
სომხეთის საბანკო სექტორი არაკონცენტრირებულია: HHI 1,087-ია, ორ უმსხვილეს ბანკზე აქტივების მხოლოდ 39% მოდის, სექტორის უკუგება კი 21.3%-ია.[16]
ერთი მესაკუთრე, ერთი მართვის სტანდარტი, ერთი კაპიტალის პოლიტიკა და 9 პროცენტული პუნქტით განსხვავებული უკუგება.
ამრიგად, სექტორის მომგებიანობის მაღალი დონე რეგიონული ტენდენციაა და მაკროეკონომიკური გარემოთი აიხსნება. ქართული ბაზრის მთავარი თავისებურება არა დარგის საერთო უკუგებაა, არამედ ის, თუ როგორ უთანაბროდ ნაწილდება ეს მოგება უშუალოდ ბაზრის შიგნით.
[დათქმა] სხვაობას სხვა მიზეზებიც აქვს. განსხვავებული განაკვეთები და მაკროგარემო, ასევე Ameriabank-ის შედარებით ახალი ინტეგრაცია ჯგუფში. ეს მტკიცებულება არ არის, ეს მარტივი შედარებაა, რასაც საჯარო ინფორმაცია კიდევ ერთ შედარებას იძლევა:
2025 წელს ქართული ბანკების მოგება ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 3.2%-ს შეადგენდა, ლატვიური სექტორისა კი 0.9%-ს. სწორედ ეს თანაფარდობა და არა აბსოლუტური ციფრი ამბობს, რომ ქართული საბანკო სექტორი ეკონომიკის ზომასთან შედარებით უჩვეულოდ მომგებიანია.
ჭარბი მოგების გადასახადი: საინტერესო გამოცდილება
ბოლო წლებში რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ბანკებს დროებითი დამატებითი გადასახადი დაუწესა. ჩეხეთში 2023-2025
წლებში მოქმედ ჭარბი მოგების გადასახადს ვადა 2025 წლის ბოლოს გაუვიდა და დღეს სტანდარტული 21%-იანი კორპორატიული განაკვეთი მოქმედებს. ლიტვაში 2023-2024
წლებში შემოღებული „სოლიდარობის შენატანი" 2025 წელსაც გაგრძელდა და მისი შემოსავალი პირდაპირ თავდაცვის ინფრასტრუქტურას მოხმარდა. ესპანეთში
2023-2024 წლებში დროებითი გადასახადი შემოიღეს, შემდეგ კი ახალი კანონით (Ley 7/2024) 2024-2026 წლებისთვის საფეხურებრივი გადასახადით ჩაანაცვლეს. ის ბანკების წმინდა საპროცენტო და საკომისიო შემოსავალზე ერიცხება, განაკვეთი პროგრესულია, 1%-დან 7%-მდე, 100 მილიონ ევრომდე ბაზა კი საერთოდ არ იბეგრება.
ამ პრეცედენტებს სამი საერთო ნიშანი აქვს:
(1) გადასახადი მხოლოდ გარკვეულ ზღვარს ზემოთ მოქმედებს: ჩეხეთსა და ლიტვაში ისტორიულ საშუალოზე მაღალ მოგებაზე, ესპანეთში კი მხოლოდ მსხვილ ბანკებზე, მინიმალური ბაზის ზემოთ;
(2) ვადიანია;
(3) ხშირად კონკრეტულ, წინასწარ დასახელებულ მიზანს ემსახურება.
ესპანური მოდელი ამას ერთ დამატებით ელემენტსაც უმატებს - ბაზად სააღრიცხვო მოგებას კი არა, შემოსავალს იღებს.
8. რა შეიძლება გაკეთდეს
საბანკო სექტორში დისბალანსის აღმოფხვრა სამ ამოცანას
მოიცავს და თითოეულს თავისი ინსტრუმენტი სჭირდება: კონკურენციის გაზრდა,
ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ბიუჯეტში შემოსავლის მოზიდვა.
ეს სამი ამოცანა ერთმანეთს არ ცვლის და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა. რა
შეიძლება გაკეთდეს ამ მიზნების შესასრულებლად?
პირველი ნაბიჯი: დამოუკიდებელი კვლევა
და როლების გამიჯვნა
ყველაზე იაფი და ყველაზე არსებითი ნაბიჯი საბანკო სექტორის სრული კონკურენციის კვლევაა. მაგალითად, ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების სააგენტოს 2016 წლის საცალო საბანკო ბაზრის კვლევამ ღია ბანკინგის შემოღებამდე მიიყვანა.
მე-6 თავში აღწერილი ოთხი როლის გამო, ასეთი კვლევა მხოლოდ იმ ინსტიტუტმა არ უნდა ჩაატაროს, რომლის გადაწყვეტილებებსაც ის შეაფასებს. საჭიროა გარე შემსრულებელი ან კონკურენციის სააგენტოსთვის შესაბამისი
საკანონმდებლო მანდატის მინიჭება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ფინანსური სექტორის კონკურენციის ზედამხედველობა პრუდენციული ზედამხედველობისგან უნდა გაიმიჯნოს. ან კონკურენციის
სააგენტოს გადაეცეს, ან ეროვნული ბანკის შიგნით დამოუკიდებელ ერთეულს, საკუთარი საჯარო ანგარიშგებით.
კონკურენციისთვის: მონაცემები პროდუქტის დონეზე
- კონცენტრაციის ინდექსები
ცალკე
უნდა
გამოქვეყნდეს
სესხების,
ანაბრების,
საკომისიო
მომსახურებისა
და
ვალუტის
კონვერტაციის
ბაზრებზე
და
არა
მხოლოდ
სექტორის
საერთო
აქტივებზე.
- სავალდებულო და
სტანდარტიზებული
უნდა
გახდეს
კონვერტაციაზე
ბანკის
რეალური,
ტრანზაქციებზე
შეწონილი
სხვაობის
გამჟღავნება.
ეროვნული
ბანკის
2026 წლის
ივლისის
პლატფორმა
გამოცხადებულ
კურსს
უკვე
აჩვენებს;
დარჩენილია
ის,
რა
კურსით
შესრულდა
რეალური
ოპერაციები.
ნიმუშად
შეიძლება
ევროკავშირის
რეგულაცია
2019/518 გამოდგეს: ის ბანკებს ავალდებულებს, კონვერტაციის
ხარჯი
ევროპის
ცენტრალური
ბანკის
საცნობარო
კურსზე
პროცენტული
ნამატით
აჩვენონ.
- ბანკის შეცვლა,
ანგარიშებისა
და
ავტომატური
გადახდების
გადატანა
უნდა
გამარტივდეს.
სანამ
გადართვა
ორკვირიანი
და
საკმაოდ
ძვირი
პროცედურაა,
კონკურენცია
ფორმალურია.
- ღია ბანკინგში
უნდა
შემოწმდეს
არა
ტექნიკური
ხელმისაწვდომობის
დეკლარაცია,
არამედ
რეალურად
თანაბარი
პირობები.
- მცირე ბიზნესზე
უნდა
გამოქვეყნდეს
რისკზე
მორგებული
მარჟა
და
სესხზე
უარის
სტატისტიკა.
სტაბილურობისთვის
სისტემური ბუფერების პერიოდული გადახედვა, კრიზისული გეგმების რეალური (და არა მხოლოდ ქაღალდზე) ტესტირება და კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობა ცალკე მიმართულებად უნდა დარჩეს. ეს ინსტრუმენტები კონკურენციის ინსტრუმენტებს არ უნდა შეერიოს, რადგან ისინი ხშირად საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობენ: კაპიტალის მაღალი მოთხოვნა ერთდროულად ზრდის სტაბილურობას და ამცირებს ახალი მოთამაშის შემოსვლის სტიმულს.
ბიუჯეტისთვის: გადასახადი ხუთი პირობით
საბანკო სექტორი ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი და სტაბილური გადასახადის გადამხდელია. მხოლოდ ორმა ბანკმა მოგების გადასახადში 2024 წელს 493.3 მილიონი ლარი გადაიხადა, 2025 წელს კი 501.8 მილიონი. როგორც მე-2 თავში აღვნიშნეთ, 2023 წლიდან ბანკები მოგების გადასახადს 20%-ით იხდიან (საერთო განაკვეთი 15%-ია) და დარიცხულ მოგებაზე იბეგრებიან.
ზემოთ განხილული „ჭარბი მოგების გადასახადის" დაწესება ჩვენთანაც შესაძლებელია. კონსტიტუციის 94-ე მუხლი და ეკონომიკური თავისუფლების ორგანული კანონი სამ წლამდე ვადით გადასახადის დაწესებას რეფერენდუმის გარეშეც უშვებს[17]. ბანკის დასაბეგრი ბაზა სააღრიცხვო მოგებაა, ეს კი მისი ყველაზე მოძრავი მაჩვენებელია, მასზე რეზერვისა და ხარჯის აღიარების დრო პირდაპირ მოქმედებს. სწორედ ამიტომ აიღო ესპანურმა კანონმა ბაზად წმინდა საპროცენტო და საკომისიო შემოსავალი. ის რეზერვამდე დგას და დროში ვერ გადაიწევს. შესაბამისად, „ჭარბი მოგების გადასახადის" პასუხისმგებლიანი მოდელი ხუთ პირობას მოითხოვს:
(ა) ბაზა: მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მრავალწლიან ისტორიულ საშუალოს აღემატება, და არა ჩვეულებრივი, ციკლური მოგება.
(ბ) გადატანის შემოწმება: წინასწარი შეფასება და შემდგომი მონიტორინგი, ხომ არ გადავიდა ტვირთი მომხმარებელზე სესხის განაკვეთის ან საკომისიოს ზრდით.
(გ) ვადა: წინასწარ განსაზღვრული, მაქსიმუმ სამი წელი და არა მუდმივი რეჟიმი.
(დ) შემდგომი დამოუკიდებელი შეფასება: რა შემოსავალი მოიტანა და როგორ რეაგირებდა საკრედიტო ბაზარი.
(ე) ბაზის დაცვა: მისი შემცირება ხარჯისა და რეზერვის აღიარების დროში გადაწევით შეუძლებელი უნდა იყოს.
ჭარბი მოგების გადასახადი ბიუჯეტის ინსტრუმენტია და არა კონკურენციის.
ის გაზრდის სახელმწიფოს შემოსავალს, მაგრამ ორ ინსტიტუტზე კონცენტრაციას ერთი პროცენტითაც არ შეამცირებს და სწორედ ამიტომ ის
ამ ბლოგის ლოგიკურ დასკვნას
არ წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ხუთი პირობის გარეშე კი ის სიტუაციას გააუარესებს, ბანკებს ფასის გადატანის სტიმულს მისცემს, საინვესტიციო კლიმატს დააზიანებს და თავდაპირველ პრობლემას მაინც ვერ გადაწყვეტს.
რიგითობა
ინსტრუმენტების ჩამონათვალი მხოლოდ მაშინ იქცევა გეგმად, როცა ის თანმიმდევრულად განხორციელდება. ლოგიკა მარტივია: ჯერ გაზომვა, მერე კონკურენცია, ბოლოს ფისკალური გადაწყვეტილება. პირველი ეტაპის გარეშე მეორე ბრმაა, მეორის გარეშე კი მესამე მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაა.
ინსტრუმენტების მატრიცა
|
ეტაპი |
ინსტრუმენტი |
ვის ხელშია |
|
I. გაზომვა |
დამოუკიდებელი სექტორული კვლევა |
გარე
შემსრულებელი
ან
კონკურენციის
სააგენტო
(საკანონმდებლო
მანდატით) |
|
I. გაზომვა |
პროდუქტის დონეზე კონცენტრაციისა
და
ფასის
მონაცემის
სავალდებულო
გამოქვეყნება |
ეროვნული
ბანკი |
|
I. გაზომვა |
კონვერტაციის რეალური სპრედის
სტანდარტიზებული გამოქვეყნება |
ეროვნული
ბანკი |
|
II. კონკურენცია |
კონკურენციის ზედამხედველობის გამიჯვნა
პრუდენციულისგან |
პარლამენტი |
|
II. კონკურენცია |
ბანკის შეცვლის სავალდებულო
ვადა
და
ანგარიშების
ავტომატური
გადატანა |
ეროვნული
ბანკი |
|
II. კონკურენცია |
ღია ბანკინგში მონაცემის
თანასწორობის
აუდიტი |
ეროვნული
ბანკი |
|
II. კონკურენცია |
შესვლის ბარიერების გადახედვა,
ციფრული
ბანკის
ლიცენზიის
ჩათვლით |
ეროვნული
ბანკი |
|
III. ფისკალური |
დროებითი, მიზნობრივი ფისკალური
ინსტრუმენტი |
მთავრობა
და
პარლამენტი |
|
III. ფისკალური |
სახელმწიფოს მონაწილეობით დაფინანსების
ალტერნატიული
ინსტიტუტი |
მთავრობა
და
პარლამენტი |
|
პარალელური: სტაბილურობა |
სისტემური ბუფერებისა და
MREL კალიბრაცია |
ეროვნული
ბანკი |
პირველი ეტაპის ხარჯი ადმინისტრაციულია და დაბალი. სწორედ ამიტომ არის მისი გადადება ყველაზე ძნელად ასახსნელი.
9. დასკვნა. რა ვიცით, რა არა, და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა
დადასტურებულად ვიცით ოთხი რამ:
(1) ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის სამი მეოთხედი ორ
ინსტიტუტშია მოქცეული და კონცენტრაციის ინდექსი ევროკავშირის ყველაზე
კონცენტრირებულ ბაზრებზეც მაღალია.
(2) ამ ორის მომგებიანობა ერთ ლარ აქტივზე დანარჩენი ჩვიდმეტისას 2.4-ჯერ
აღემატება.
(3) ამ სხვაობის ნაწილი ლეგიტიმური მიზეზებით აიხსნება: ძვირი ფულითა
და ქვეყნის რისკით. ეფექტიანობა, რომელიც ხშირად მთავარ არგუმენტად
მოჰყავთ, ამ სიას არ ემატება: აქტივის ერთეულზე ქართული ბანკები ევროპულებზე
მეტს ხარჯავენ.
(4) კითხვაზე, არის თუ არა ეს სხვაობა საბაზრო ძალაუფლების შედეგი, ერთმა
ინსტიტუტმა უნდა უპასუხოს. ეს ის ინსტიტუტია, რომელიც ამავე ბანკების
სტაბილურობას ზედამხედველობს, რომელსაც კანონი სტაბილურობისთვის პრიორიტეტის
მინიჭების უფლებას აძლევს და რომლის კონკურენციის გადაწყვეტილებები საჯარო არ არის.
მთავარი კითხვაა, რა რჩება ამ ახსნების მიღმა. ეს შეიძლება იყოს ლიკვიდობის მართვის ან ბიზნესის შემადგენლობის შედეგი, ან ის ზედმეტი ფასი, რომელსაც მომხმარებელი ალტერნატივის არარსებობის გამო იხდის. ამის დადგენა დღეს არ შეგვიძლია, ვინაიდან სამი მონაცემი არ ქვეყნდება: პროდუქტების ფასების შედარება ბანკების მიხედვით, კონცენტრაცია კონკრეტული პროდუქტის დონეზე და ბანკის შეცვლის სიხშირე. სამივე მაჩვენებლის გაზომვა შესაძლებელიცაა და საჭიროც.
პრობლემა ის არ არის, რომ ბანკები მოგებას იღებენ. მომგებიანი ბანკი კრიზისის დროს ეკონომიკის დამცავი ბალიშია, რაც ევროპას 2008 წელმა კარგად ასწავლა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სესხები, გადახდები, მონაცემები და კრიტიკული ფინანსური ფუნქციები იმდენად არის ორ ინსტიტუტში თავმოყრილი, რომ მათი კერძო გადაწყვეტილებები ზოგადსახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს.
ეს მდგომარეობა შეუქცევადი არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში მისი შეცვლა სულ უფრო რთული და ძვირი ხდება. მონაცემები გროვდება, მასშტაბი საკუთარ თავს კვებავს, ახალი მოთამაშე კი, თუნდაც წარმატებული, საერთო სურათს ვეღარ ცვლის. ამას ბოლო სამ წელში გაცემული ოთხი ახალი ლიცენზიაც ნათლად ადასტურებს.
გამოსავალი არც აკრძალვაშია და არც ბაზრის დაშლაში. გამოსავალი რეალურ გაზომვაშია. სანამ არ გამოქვეყნდება, რა ღირს ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ბანკში, რამდენად კონცენტრირებულია კონკრეტული ბაზარი და რამდენად მარტივია ბანკის შეცვლა, ნებისმიერი პასუხი ამ კითხვაზე (ჩვენი ჩათვლით) მხოლოდ ვარაუდად დარჩება და არა ფაქტად.
სწორედ ამიტომ არის გამჭვირვალობა ამ ბლოგის მთავარი მოთხოვნა. არა იმის გამო, რომ პასუხი წინასწარ არის ცნობილი, არამედ იმიტომ, რომ არსებულ პირობებში ობიექტური დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.
ოთხი კითხვა, რომელზე
პასუხიც საზოგადოებას სჭირდება:
- რატომ არ
ქვეყნდება
კონცენტრაციის
ინდექსები
პროდუქტის
დონეზე,
როცა
ეს
მონაცემი
მარეგულირებელს
აქვს?
- რატომ არ
ქვეყნდება
კონვერტაციის
ტრანზაქციებზე
შეწონილი
რეალური
სპრედი
ბანკების
ჭრილში?
- რამდენ განაცხადს
ეთქვა
უარი
მცირე
ბიზნესის
სეგმენტში
და
რა
არის
ამ
სეგმენტის
რისკის
რეალური
ფასი?
- რამდენი კონცენტრაციის
შეტყობინება
განიხილა
ეროვნულმა
ბანკმა
2021 წლიდან
და
რა
გადაწყვეტილებები
მიიღო?
არც ერთი მათგანი არ არის კომერციული საიდუმლო და არც ახალ კვლევას საჭიროებს. ოთხივე კითხვაზე პასუხები უკვე არსებობს, უბრალოდ ისინი საჯარო არ არის.
რა უნდა გაკეთდეს ამ კითხვებზე პასუხის
მისაღებად
(1) გაზომვა: ეროვნულმა ბანკმა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსები ცალ-ცალკე უნდა გამოაქვეყნოს სესხების, ანაბრებისა და საკომისიო მომსახურების სეგმენტებში. ეს მონაცემი ეროვნულ ბანკს უკვე აქვს, შესაბამისად, ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ შესრულებადია (იხ. მე-8 თავი, „I. გაზომვა").
(2) გამჭვირვალობა: სავალდებულო წესით უნდა გასაჯაროვდეს კონვერტაციის ტრანზაქციებზე შეწონილი რეალური სპრედი ბანკების მიხედვით, ისევე როგორც ანგარიშის ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის (პორტირების) სიხშირისა და ხანგრძლივობის სტატისტიკა, ლიტვისა და დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრაქტიკის მსგავსად.
(3) სამართლიანობა: უნდა გამოქვეყნდეს მცირე ბიზნესის სესხებზე უარის თქმის მაჩვენებლები და რისკზე მორგებული მარჟის სტატისტიკა. ეს საშუალებას მოგვცემს, კითხვას „ვის და რა ფასად მიუწვდება ხელი სესხზე?" ვარაუდების ნაცვლად კონკრეტული მონაცემებით ვუპასუხოთ.
სამივე ეს ნაბიჯი ახალ კანონს არ საჭიროებს: ეროვნულ ბანკს არსებული უფლებამოსილებით შეუძლია როგორც ბანკებისთვის შესაბამისი ანგარიშგების მოთხოვნა, ისე გამოქვეყნება. როლების გამიჯვნა კი, რომელიც მე-8 თავშია აღწერილი, საკანონმდებლო ნაბიჯია და გრძელვადიან დღის წესრიგს ეკუთვნის. სტაბილურობისა და ბიუჯეტის ინსტრუმენტები, სისტემური ბუფერების გადახედვა და ჭარბი მოგების გადასახადი, ცალკე მიმართულებაა და მე-8 თავში დეტალურადაა განხილული.
სანამ ეს მონაცემები საჯარო არ გახდება, მოგების მაღალი კონცენტრაცია განაჩენი კი არა, სიგნალია. სიგნალი იმისა, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ გაუმიჯნავს ეფექტიანობის შედეგი საბაზრო ძალაუფლების შედეგისგან.
წყაროები და ბიბლიოგრაფია
· საქართველოს ეროვნული
ბანკი. კომერციული ბანკებისა და
მიკრობანკების ძირითადი
მაჩვენებლები, 2026.06 https://nbg.gov.ge/en/page/key-data-of-commercial-banks-and-microbanks-2025)
· U.S. Department of Justice.
Herfindahl-Hirschman Index. https://www.justice.gov/atr/herfindahl-hirschman-index
· U.S. Department of Justice & Federal
Trade Commission. Merger Guidelines, 2023. https://www.justice.gov/atr/2023-merger-guidelines
· European Central Bank. EU structural
financial indicators, Herfindahl index (2019). https://www.ecb.europa.eu/press/pr/date/2020/html/ecb.pr200608_ssi_table~3054d55051.en.pdf
· European Central Bank. EU structural
financial indicators: end of 2024. 12.06.2025. https://www.ecb.europa.eu/press/pr/date/2025/html/ecb.pr250612_1~6afb2dc0f9.en.html
· European Central Bank. ECB Data Portal,
Structural financial indicators. https://data.ecb.europa.eu/data/concepts/structural-financial-indicators
· KPMG Armenia. Armenian Banking Sector
Overview 2025. https://assets.kpmg.com/content/dam/kpmgsites/am/pdf/2026/04/en-Armenian-Banking-Sector-Overview-2025.pdf.coredownload.inline.pdf
· International Monetary Fund. Georgia: 2026
Article IV Consultation, Press Release and Staff Report. https://www.imf.org/-/media/files/publications/cr/2026/english/1geoea2026001.pdf
· International Monetary Fund. IMF Executive
Board Concludes 2026 Article IV Consultation with Georgia. 10.06.2026. https://www.imf.org/en/news/articles/2026/06/10/pr-26197-georgia-imf-executive-board-concludes-2026-article-iv-consultation
· TBC Bank Group PLC. 2Q and 1H 2026 Results
Report. https://www.investegate.co.uk/announcement/rns/tbc-bank-group--tbcg/2q-and-1h-2026-results-report/9707288
· Lion Finance Group PLC. 2Q26 and 1H26 Results
Report. 11.08.2026. https://www.investegate.co.uk/announcement/rns/lion-finance-group-plc--bgeo/2q26-and-1h26-results-report/9714358
· European Banking Authority. Risk Dashboard,
Q4 2025. https://eba.europa.eu/sites/default/files/2026-03/f99324ee-6d5c-451f-9cfa-5b58a908c18d/EBA%20Risk%20Dashboard%20-%20Q4%202025.pdf
· PwC Worldwide Tax Summaries. Georgia: Taxes
on corporate income. https://taxsummaries.pwc.com/georgia/corporate/taxes-on-corporate-income
· საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ფინანსური
ინსტიტუტების
მოგების
დაბეგვრა.
· TBC Bank Group PLC. Annual Report 2025. https://www.investegate.co.uk/announcement/rns/tbc-bank-group--tbcg/annual-report-2025/9509141
· Lion Finance Group PLC. 4Q25 and FY25
Preliminary Results. https://www.investegate.co.uk/announcement/rns/lion-finance-group-plc--bgeo/4q25-and-fy25-preliminary-results/9445380
· TBC Bank Group PLC. Dividend information. https://www.tbcbankgroup.com/investors/shareholder-information/dividend-information/
· საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2025 (დაზუსტებული
მონაცემი,
აგვისტო
2026). https://georgiatoday.ge/georgias-fdi-rises-19-3-to-1-9-billion-in-2025/
· European Banking Authority. Risk Dashboard,
Q1 2026. https://www.eba.europa.eu/sites/default/files/2026-06/67e6b7ed-66da-4c0d-953d-4e6842933598/EBA%20Dashboard%20-%20Q1%202026.pdf
· Federal Deposit Insurance Corporation.
Quarterly Banking Profile, Q4 2025. https://www.fdic.gov/quarterly-banking-profile
· World Bank. Global Financial Development
Database: Bank overhead costs to total assets (%), 2021. საქართველო:
https://fred.stlouisfed.org/series/DDEI04GEA156NWDB
· ესტონეთი:
https://fred.stlouisfed.org/series/DDEI04EEA156NWDB
· ლიტვა:
https://fred.stlouisfed.org/series/DDEI04LTA156NWDB
· სომხეთი:
https://fred.stlouisfed.org/series/DDEI04AMA156NWDB
· European Central Bank. Monetary policy
decisions, 23.07.2026. https://www.ecb.europa.eu/press/pr/date/2026/html/ecb.mp260723~29f24d99bc.en.html
· საქართველოს ეროვნული ბანკი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%. https://nbg.gov.ge/en/media/news/the-national-bank-of-georgia-decided-to-keep-the-monetary-policy-rate-unchanged-at-8-25-pe
· TBC Bank Group PLC. FY2025 Investor
Presentation, ქართული პორტფელის სეგმენტური დაშლა.
· საქართველოს ეროვნული ბანკი. საკრედიტო პირობების კვლევა.
· GBC. Over 68% of SME loans are in foreign
currency (სებ-ის მონაცემი).
14.05.2026. https://www.gbc.ge/public/en/news/finanse/over-68-of-sme-loans-are-in-foreign-currency
· საქართველოს ეროვნული ბანკი. სავალუტო სესხის ზღვრის ცვლილება, მაისი 2026.
· საქართველოს ეროვნული ბანკი. საგადახდო მომსახურების ტარიფების, დეპოზიტების
განაკვეთებისა
და
ვალუტის
კურსების
შედარების
პლატფორმა.
16.07.2026. https://nbg.gov.ge/en/media/news/the-national-bank-of-georgia-launches-a-platform-for-comparing-payment-service-tariffs-and
· საქართველოს ეროვნული ბანკი. კომერციული ბანკების ვალუტის კურსები. https://nbg.gov.ge/en/currency-rates
· საქართველოს ეროვნული ბანკი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 22.09.2026. https://nbg.gov.ge/en/monetary-policy/currency
· საქართველოს ეროვნული ბანკი. სისტემური ბუფერი. https://nbg.gov.ge/en/financial-stability/systemic-buffer
· საქართველოს ეროვნული ბანკი. კონკურენციის პოლიტიკა. https://nbg.gov.ge/en/page/competition-policy
· „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული
კანონი,
მუხლი
47⁸. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/101044
· Lietuvos bankas. Payment service fees. https://www.lb.lt/en/fpsu-payment-service-fees
· Pay.UK. Current Account Switch Service
statistics. https://www.wearepay.uk/what-we-do/switching-services/current-account-switch-service/current-account-switch-service-statistics/
· საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №68/04, 28.05.2021, „ბაზრის ანალიზისა
და
კონცენტრაციის
შესახებ
შეტყობინების
წარდგენისა
და
განხილვის
წესი"
(რედ.
2025). https://matsne.gov.ge/ka/document/view/5177840
· საქართველოს ეროვნული ბანკი. კვლევები და მიმოხილვები (კონკურენციის პოლიტიკა).
ბოლო
შემოწმება:
სექტემბერი
2026. https://nbg.gov.ge/page/kvlevebi-da-mimokhilvebi
· International Monetary Fund. Georgia: 2025
Article IV Consultation, Press Release and Staff Report. https://www.imf.org/-/media/files/publications/cr/2025/english/1geoea2025001-source-pdf.pdf
· International Monetary Fund. Georgia: Staff
Concluding Statement of the 2025 Article IV Mission. 04.06.2025. https://www.imf.org/en/News/Articles/2025/06/04/06042025-mcs-georgia-staff-concluding-statement-of-the-2025-article-iv-mission
· UK Companies Act 2006, section 172. https://www.legislation.gov.uk/ukpga/2006/46/section/172
· World Bank. World Development Indicators:
Lending interest rate (%). https://data.worldbank.org/indicator/FR.INR.LEND
· World Bank. World Development Indicators:
Deposit interest rate (%). https://data.worldbank.org/indicator/FR.INR.DPST
· Commersant.ge. Georgian banks made a record
profit of 3.3 billion GEL in 2025 (სებ-ის მონაცემი). https://commersant.ge/en/news/finance/georgian-banks-earned-more-than-210-million-gel-over-the-year-making-a-profit-of-33-billion-gel
· საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მთლიანი შიდა პროდუქტი, 2025. https://www.geostat.ge/en/modules/categories/23/gross-domestic-product-gdp
· LSM. Bank profits down 33% in 2025 in Latvia
(Latvijas Banka-ს მონაცემი). 17.03.2026. https://eng.lsm.lv/article/economy/banks/17.03.2026-bank-profits-down-33-in-2025-in-latvia.a639216/
· Central Statistical Bureau of Latvia. In
2025, GDP has increased by 2.1%. https://stat.gov.lv/en/statistics-themes/economy/gross-domestic-product-quarterly-data/press-releases/26603-gross-domestic
· YourTaxes.cz. Czech windfall tax 2023–2025. https://www.yourtaxes.cz/en/czech-windfall-tax-2023-2025
· PwC Worldwide Tax Summaries. Czech Republic:
Taxes on corporate income. https://taxsummaries.pwc.com/czech-republic/corporate/taxes-on-corporate-income
· LRT. Lithuania extends bank 'solidarity tax'
to fund defence. 18.06.2024. https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2299720/lithuania-extends-bank-solidarity-tax-to-fund-defence
· Ministry of Finance of the Republic of
Lithuania. A one-year extension of the bank solidarity contribution. https://finmin.lrv.lt/en/news/ministry-of-finance-a-one-year-extension-of-the-bank-solidarity-contribution-will-make-an-input-to-everyones-security/
·
Ley 7/2024, de 20 de diciembre (Impuesto sobre el margen de intereses y
comisiones de determinadas entidades financieras). BOE-A-2024-26694. https://www.boe.es/buscar/act.php?id=BOE-A-2024-26694
· Competition and Markets Authority. Retail
banking market investigation: Final report. 09.08.2016. https://assets.publishing.service.gov.uk/media/57ac9667e5274a0f6c00007a/retail-banking-market-investigation-full-final-report.pdf
· Regulation (EU) 2019/518 of the European
Parliament and of the Council (currency conversion charges). https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2019/518/oj
· საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 94. https://matsne.gov.ge/en/document/view/30346
· საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ"
· კრედიტინფო
საქართველო.
საკრედიტო
ინფორმაციის
ბიურო.
https://creditinfo.ge/
[1] ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) ბაზრის კონცენტრაციის სტანდარტული საზომია. ის ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიის წილების (პროცენტებში) კვადრატების ჯამია და
0-დან 10,000-მდე მერყეობს: 10,000 ნიშნავს ერთ მონოპოლისტს, ნულთან ახლოს მყოფი მნიშვნელობა კი
ბევრ მცირე მოთამაშეს. აშშ-ის
იუსტიციის სამინისტროსა და
ფედერალური სავაჭრო კომისიის 2023 წლის შერწყმის სახელმძღვანელოს მიხედვით, 1,800-ის ზემოთ ბაზარი მაღალკონცენტრირებულად ითვლება.
https://www.justice.gov/atr/herfindahl-hirschman-index - https://www.justice.gov/atr/2023-merger-guidelines
საქართველოს ქვედა ზღვარი. თუ
ორ ბანკზე ჯამში აქტივების 75% მოდის, მათი წილების კვადრატების ჯამი ყველაზე მცირეა მაშინ, როცა წილები თანაბარია: 37.5² + 37.5² = 2,812. დანარჩენი ჩვიდმეტი ინსტიტუტის წილები ამ
რიცხვს მხოლოდ ზრდის. ამიტომ საქართველოს ინდექსი 2,800-ზე
ნაკლები ვერ იქნება, ორ ბანკს შორის წილები როგორც არ
უნდა გადანაწილდეს.
ევროკავშირი. ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემით, 2019 წლის ბოლოს ყველაზე მაღალი ინდექსი ესტონეთს (2,545), ფინეთს (2,420), საბერძნეთს (2,382), ლიტვას (2,289) და კვიპროსს (2,276) ჰქონდა; გერმანიაში ის 277 იყო, საფრანგეთში 654. 2024 წლის ბოლოს ხუთი უმსხვილესი ბანკის წილი აქტივებში ევროკავშირში საშუალოდ 68.6% იყო (ქვეყნების მიხედვით 34.1%-დან 96.0%-მდე). European
Central Bank, EU structural financial indicators (2019): https://www.ecb.europa.eu/press/pr/date/2020/html/ecb.pr200608_ssi_table~3054d55051.en.pdf
European Central Bank, EU structural financial indicators: end of 2024: https://www.ecb.europa.eu/press/pr/date/2025/html/ecb.pr250612_1~6afb2dc0f9.en.html
ქვეყნების მიხედვით უახლესი მონაცემი: ECB Data
Portal, Structural financial indicators: https://data.ecb.europa.eu/data/concepts/structural-financial-indicators
სომხეთი. 2025 წლის ბოლოს სომხეთში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა. HHI 1,087 იყო (ბაზარი „არაკონცენტრირებულია"), ორ უმსხვილეს ბანკზე აქტივების 39% მოდიოდა, სექტორის კაპიტალის უკუგება კი 21.3%-ს
შეადგენდა. KPMG, Armenian Banking
Sector Overview 2025: https://assets.kpmg.com/content/dam/kpmgsites/am/pdf/2026/04/en-Armenian-Banking-Sector-Overview-2025.pdf.coredownload.inline.pdf
[2] კრედიტინფო საქართველო. საკრედიტო ინფორმაციის ბიურო. https://creditinfo.ge/
[3] PwC
Worldwide Tax Summaries, Georgia. Taxes on corporate income: https://taxsummaries.pwc.com/georgia/corporate/taxes-on-corporate-income
[4] TBC Bank
Group PLC, FY2025 results; Lion Finance Group PLC, 4Q25 and FY25 Preliminary
Results: https://www.investegate.co.uk/announcement/rns/lion-finance-group-plc--bgeo/4q25-and-fy25-preliminary-results/9445380
[5] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2025 (დაზუსტებული მონაცემი, 2026 წლის აგვისტო): https://www.geostat.ge · მედიაში: https://georgiatoday.ge/georgias-fdi-rises-19-3-to-1-9-billion-in-2025/
[6] Lion
Finance Group PLC, 2Q26 results (ჯგუფის კონსოლიდირებული მაჩვენებელი); European
Banking Authority, Risk Dashboard Q4 2025: https://eba.europa.eu/sites/default/files/2026-03/f99324ee-6d5c-451f-9cfa-5b58a908c18d/EBA%20Risk%20Dashboard%20-%20Q4%202025.pdf
[7] World Bank,
Global Financial Development Database, „Bank overhead costs to total assets
(%)", 2021: https://fred.stlouisfed.org/series/DDEI04GEA156NWDB (საქართველო); შესადარისი ქვეყნები: ესტონეთი
DDEI04EEA156NWDB, ლიტვა
DDEI04LTA156NWDB, სომხეთი
DDEI04AMA156NWDB.
[8] უმოქმედო სესხი (NPL) პორტფელის ის ნაწილია, რომლზეც გადახდა სხვადასხვა მიზეზით შეწყდა (როგორც წესი, 90 დღეზე მეტი ვადაგადაცილებით).
[9] რისკის ფასია ის თანხა, რომელიც ბანკმა ამ პერიოდში სესხების შესაძლო დანაკარგისთვის ხარჯად აქვს გამოყოფილი.
[10] სებ, სისტემური ბუფერი: https://nbg.gov.ge/en/financial-stability/systemic-buffer
[11] სებ, კონკურენციის პოლიტიკა: https://nbg.gov.ge/en/page/competition-policy
[12] Lietuvos
bankas, Payment service fees: https://www.lb.lt/en/fpsu-payment-service-fees · Pay.UK,
Current Account Switch Service statistics: https://www.wearepay.uk/what-we-do/switching-services/current-account-switch-service/current-account-switch-service-statistics/
[13] სებ პრეზიდენტის ბრძანება №68/04, 28.05.2021 (რედ. 2025): https://matsne.gov.ge/ka/document/view/5177840 · სებ, კვლევები და
მიმოხილვები: https://nbg.gov.ge/page/kvlevebi-da-mimokhilvebi · 2026 წლის სექტემბერი
[14] IMF,
Georgia: 2026 Article IV Consultation: https://www.imf.org/en/news/articles/2026/06/10/pr-26197-georgia-imf-executive-board-concludes-2026-article-iv-consultation · 2025
Article IV Staff Report: https://www.imf.org/-/media/files/publications/cr/2025/english/1geoea2025001-source-pdf.pdf
[15] Companies
Act 2006, section 172: https://www.legislation.gov.uk/ukpga/2006/46/section/172
[16] Lion
Finance Group, 4Q25 and FY25 Preliminary Results: https://www.investegate.co.uk/announcement/rns/lion-finance-group-plc--bgeo/4q25-and-fy25-preliminary-results/9445380 · KPMG,
Armenian Banking Sector Overview 2025: https://assets.kpmg.com/content/dam/kpmgsites/am/pdf/2026/04/en-Armenian-Banking-Sector-Overview-2025.pdf.coredownload.inline.pdf
[17] „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონი, მუხლი 1, მე-6 პუნქტი: - საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.
Comments
Post a Comment